- მოთხოვნამდე ანაბარი უვადოა, შესაბამისად, არალოგიკურია ანაბრის რეგისტრაციისას დახურვის თარიღის მითითება.
- შედეგი: იწვევს ოპერატორების დაბნეულობას და კლიენტების მომსახურების ხარისხისა და სისწრაფის გაუარესებას.
- იურიდიული პირის ანაბარის გახსნისას, ანაბარის ხარჯის ანგარიში უნდა შეირჩეს შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით:
- ანაბრის ტიპი (მოთხოვნამდე, ვადიანი და ა.შ)
- ანაბრის ვალუტა
- იურიდიული პირის სფერო
- ბანკის განყოფილება
- ფიზიკური პირის ანაბარის გახსნისას, ანაბარის ხარჯის ანგარიში უნდა შეირჩეს შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით:
- ანაბრის ტიპი (მოთხოვნამდე, ვადიანი და ა.შ)
- ანაბრის ვალუტა
- ბანკის განყოფილება
- აუცილებელია ანაბრის რეგისტრაციისას იყოს საშუალება ანაბრის ვადა პირდაპირ მიეთითოს დღეებში. მაგალითად, იყოს ველი, სადაც ოპერატორი პირდაპირ ჩაწერს დღეების რაოდენობას: 90, 180 და ასე შემდეგ.
- თუ ანაბრის დახურვის თარიღი ემთხვევა არასაბანკო დღეს, მაშინ აუცილებლად გამოვიდეს შეტყობინება ამის შესახებ და პროგრამამ შესთავაზოს ოპერატორს წინა, (და არა მომდევნო!) საბანკო დღე, როგორც დახურვის თარიღი. მაგალითად, თუ ოპერატორმა ანაბრის ვადა მიუთითა 90 დღე, და 90 -ე დღე კვირაა, მაშინ გამოვიდეს შეტყობინება, რომ ანაბრის დახურვის თარიღად პროგრამა აიღებს 88 -ე დღეს.
Sunday, March 09, 2008
შენიშვნები ანაბრების პროგრამის მიმართ
ქვემოთ შევეცდები ჩამოვთვალო ჩვენი შენიშვნები ანაბრების პროგრამის მიმართ
Subscribe to:
Posts (Atom)